top of page

უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა

შესავალი 

შპს „საოჯახო სტომატოლოგიური კლინიკა - ჩემი სტომატოლოგი“ (შემდგომში — „კლინიკა“) განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პაციენტის უსაფრთხოებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ჩვენი მიზანია მკაცრად დავიცვათ სამედიცინო სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ მხოლოდ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.

დოკუმენტის მიზანია განსაზღვროს ის პრინციპები, ღონისძიებები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას. პოლიტიკა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტებს.

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Instagram
ხარისხის კონტროლის სტანდარტები
  • კლინიკაში დანერგილია შიდა ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებს.

  • სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფენ ლიცენზირებული სპეციალისტები, რომლებიც რეგულარულად გადიან პროფესიულ ტრენინგებს.

  • კლინიკაში გამოიყენება მხოლოდ სერტიფიცირებული მასალები და აღჭურვილობა.

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეგულარულად ტარდება შიდა აუდიტი და შეფასებები.

 

უსაფრთხოების სტანდარტები
  • კლინიკაში ყველა პროცედურა ხორციელდება სტერილურ პირობებში.

  • რეგულარულად ტარდება სამუშაო სივრცეებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია.

  • პიროვნების და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

  • პერსონალი რეგულარულად გადის ტრენინგებს პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე.

 

კლინიკური ინფექციების პრევენცია
  • კლინიკაში მოქმედებს ინფექციის კონტროლის მკაცრი პროტოკოლი.

  • ყოველი პროცედურის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ტარდება ინსტრუმენტების სათანადო სტერილიზაცია.

  • ავტოკლავები შეესაბამება თანამედროვე ტექნიკურ სტანდარტებს და მოწმდება პერიოდულად.

  • პაციენტები და პერსონალი ინფორმირებულია პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

 

რისკების მართვა

  • კლინიკა ატარებს რისკების შეფასებას და ამზადებს მათი შემცირების გეგმებს.

  • ინციდენტის ან დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ხორციელდება რეაგირების პროცედურები.

  • ინციდენტების მართვის პროცესში შედის ძირეული მიზეზების ანალიზი და პრევენციული ქმედებები.

  • ხდება ყოველი ინციდენტის აღრიცხვა და პერიოდული გადამოწმება.

 

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
  • კლინიკა მუდმივად აანალიზებს პაციენტების უკუკავშირს.

  • თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ უნარების განმავითარებელ ტრენინგებში, რაც უზრუნველყოფს მათ პროფესიული ზრდას.

  • მომსახურების ხარისხი ფასდება პაციენტთა კმაყოფილების, ეფექტიანობისა და შედეგების მიხედვით.

  •  რეგულარულად ხდება ინოვაციური მიდგომების და ტექნოლოგიების, მათ შორის ციფრული დიაგნოსტიკის (ONYX CEPH, Medit) და მიკროსკოპული მკურნალობის გადამოწმება და ინტეგრირება პრაქტიკაში, რათა პაციენტებს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება.

 

პოლიტიკის განახლება

კლინიკის მიერ რეგულარულად ხდება უსაფრთხოებისა და ხარისხის პოლიტიკის გადახედვა და რეგულაციების, ტექნოლოგიების ან ორგანიზაციული საჭიროებების შესაბამისად განახლება. განახლებული ვერსია ძალაში შედის დამტკიცებისთანავე, თუ სხვა ვადები არ არის განსაზღვრული.

კონტაქტი

გახსნილი ვარ ახალი იდეებისა და თანამშრომლობისთვის. დამიკავშირდით!

123-456-7890 

  • Grey Facebook Icon

© 2023 We Smile — ვებსაიტი შექმნილია Wix-ის პლატფორმაზე

გმადლობთ გაგზავნისთვის!

bottom of page